ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინეს

საქართველო, თბილისი - 22:24 | 23.07.2021
ნანახია: 474

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატი "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია იქნება.

დღესვე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად დასახელდა."გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი ვიცე-მერობის კანდიდატად.

"დგება მომენტები, როცა ვიწროპატრიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგე... ამ უიმედობის განცდის წინაშე რომელიც დღეს "ოცნების" მთავარი საყრდენია, ჩვენ, მე და ნიკა და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან კიდევ ბევრი, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და სწორედ ეს პასუხისმგებლობა გვიბიძგებს, რომ დღეს დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ერთიანი ბრძოლა. იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი, - განაცხადა ხოშტარიამ კანდიდატების წარდგენის პრეზენტაციაზე.

თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე