ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა დღეს გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 10:57 | 23.07.2021
ნანახია: 530

დღეს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში თბილისის დროით 15:00 საათზე, ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია.

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ორი მედროშე ეყოლება - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით წარდგება სპორტის 11 სახეობაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონები გახდებიან და ოქროს მედალს მოიპოვებენ, მილიონი ლარით დასაჩუქრდებიან.

გახსნის ცერემონიის და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ეთერში ნახვა საქართველოს პირველი არხის საშუალებით იქნება შესაძლებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე