ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი - სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 10:26 | 19.07.2021 ნანახია: 921
დღეს, საქართველოს უზურპატორული "ხელისუფლება" იძულებული გახდა, დილაადრიან შეეწყალებინა და გაეთავისუფლებინა ორი უკრაინელი მეზღვაური და სახელმწიფო დაცვის ყოფილი ოფიცერი მიხეილ ბატურინი, რომელიც ნოემბრის შემდეგ, ყავდათ ციხეში და სულ რამდენიმე დღის უკან, მიუსაჯეს ოთხი წლით პატიმრობა, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მისივე განმარტებით, ხელისუფლება იძულებული გახდა აღნიშნული გადაწყვეტილება მიეღო, რადგანაც ზელენსკი საქართველოში არ ჩამოდიოდა.
"ისინი იძულებულები იყვნენ, ეს გაეკეთებინათ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უნდა გამართულიყო გუშინ უკრაინა-საქართველოს შორის და ასევე, ნათლად განუმარტეს კიევში, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მიერ მოწვეულ სამიტზე ბათუმში, რომელშიც მონაწილეობს ასევე შარლ მიშელი.
ამავე დროს, როგორც მე დანამდვილებით ვიცი, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უთხრა უკრაინელებს, თუ ზელენსკი არ ჩამოვიდოდა სამიტზე, ისიც აღარ მიიღებდა მონაწილეობას ამ სამიტში და პრაქტიკულად სამიტი იშლებოდა.
ასე მოუხდათ, დილის შვიდ საათზე უკრაინელების და მიხეილ ბატურინის შეწყალება.
რეჟიმმა დაიხია ამჯერად უკან ევროკავშირის და უკრაინელების ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ამითი საერთაშორისო რეპუტაცია საქართველოსი მაინც სერიოზულად დაზარალდა. მრავალი თვე ყავდათ უკანონო პატიმრობაში ეს ხალხი და გამოიტანეს ასე უკანონო განაჩენი. ვინ სჯიდა, ამ უკანონო განაჩენის გამოტანა, თუ სამ დღეში მოუწევდათ გამოშვება?
მაგრამ ასეა საქართველოში ამჯერად - ყველაფერი არის უკუღმა.
ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამჯერადაც მოუხდათ მათ უკან დახევა, მაგრამ ეს არის რეჟიმი, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს უკანონობას, თუ არ მოხდა მათი დროზე ჩამოშორება ხელისუფლებიდან.
დიდი მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, ევროკავშირს და ასევე უკრაინელ მეზღვაურებს, რომელთაც უარი თქვეს შეწყალებაზე სამი დღის უკან, როდესაც მათ შესთავაზეს შეწყალება მიხეილ ბატურინის გარეშე, მათ თქვეს, რომ არ დატოვებენ ციხეს, სანამ მათი ქართველი მეგობარი არ იქნება თავისუფალი და მათ თქვეს, რომ უკრაინელები თავისიანებს, არ ჩატოვებენ ციხეში და ამ პოზიციასაც მხარი დაუჭრა უკრაინის ხელისუფლებამაც.
ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი. პრეზიდენტი ზეწლენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ არ მიიღო ამის დასტური და მხოლოდ ამის
შემდეგ, თვითმფრინავი აფრინდა ბათუმის მიმართულებით - აი ეს არის პრინციპული პოზიცია, თავმოყვარე ქვეყნის.
საქართველოს ე.წ ხელისუფლებამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ასეთივე, კიდევ უფრო უკანონო განაჩენით და შემდეგ ნაჩქარევი, ფართხა-ფურთხით, ამ ხალხის განთავისუფლებით საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ.
ასევე, უკრაინელმა მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გამოიყენებენ საშუალებას, პირდაპირი გამოფრენის, არამედ მოამზადებენ კატარღას და ბოლომდე შეასრულებენ თავის პროფესიულ მოვალეობას და ჩამოიყვანენ კატარღას ოდესაში.
როგორც იცით, ეს კატარღა დააკავეს იმიტომ, რომ რატომღაც ეგონათ, რომ ამ კატარღაზე მე ვიყავი და შემდეგ ვეღარ გადათქვეს, სულ ტყუილად ამყოფეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში.
მე მინდა, რომ ჩემგან დავუმატო ამ ყველაფერს ერთი რამ - ძალიან მალე, შეხვედრამდე საქართველოში", წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი დაცვის წევრი მიხეილ ბატურინი გაათავისუფლეს.
უკრაინელ მეზღვაურებს და საქართველოს მოქალაქე ბატურინს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დღეს ისინი შეწყალების თხოვნის გარეშე გაათავისუფლეს.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















