ჯანლუიჯი დონარუმა ევრო 2020-ის საუკეთესო მოთამაშეა

საქართველო, თბილისი - 08:00 | 12.07.2021
ნანახია: 834

იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა უეფამ ევრო 2020-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

დონარუმამ ფინალში პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია და თავის გუნდთან ერთად პენალტების სერია ზედიზედ მეორედ მოიგო, რაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა.

საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გოლკიპერს დაჯილდოების ცერემონიის წინ გადაეცა.

დონარუმა პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის აღიარება მოიპოვა. ეს პრიზი უეფამ 1996 წელს დააწესა.

იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში ინგლისის ნაკრები პენალტების სერიით დაამარცხა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. პენალტების სერია კი იტალიამ 3:2 მოიგო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე