მერიაში „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 15:09 | 03.02.2016 ნანახია: 2043
მერიაში „თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის“ პრეზენტაცია გაიმართა. სტრატეგია თბილისის მერს დავით ნარმანიას და მთავრობის წევრებს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ბერტრანდ გოალუმ გააცნო.
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგია აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მომზადდა და 15 წლიან, სამეტაპიან სამოქმედო გეგმას მოიცავს. სტრატეგია სამძირითად მიმართულებას განსაზღვრავს: ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბება (მდგრად ურბანულ ტრანსპორტზე ფოკუსირება);თბილისის, როგორც რეგიონის ეკონომიკური ცენტრის, ფუნქციის ზრდა და თბილისის კულტურულ, ტურისტულ და ახალგაზრდულ ჰაბად ჩამოყალიბება. ბერტრანდ გოალუს განცხადებით, დოკუმენტის მთავარი ამოცანაა თბილისის სატრანსპორტო სისტემა იყოს მდგრადი და ეკოლოგიურად დაცული.
„დოკუმენტი წარმოადგენს დეტალურად გაწერილ რეკომენდაციათა სერიას, რომელიც შეიქმნა თბილისის მერიის ჯგუფთან კონსულტაციების შედეგად და თბილისის მერის მითითებით, რომელმაც თავისი ხედვა გაგვაცნო. ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტი, ტრანსპორტის სპეციალისტი. თბილისის მერს სურს, სწრაფი მიდგომით დაიწყოს რეაგირება და ეს სურს მთავრობასაც. ამჟამად განიხილება პროექტები, რათა მოხდეს საავტობუსო ქსელის ოპტიმიზაცია, გახდეს ეფექტური და ნაკლებდანახარჯიანი, ასევე მოხდეს საკვანძო სატრანზიტო სისტემის, მეტროს განვითარება. არსებობს საბაგიროების განვითარების შესაძლებლობა, რომლებიც პირდაპირ მიებმება მეტროს სადგურებს და ბევრი მოსახლისთვის ხელსაყრელია მოშორებით დასახლებულ პუნქტამდე საბაგიროთი მისვლა“,-აღნიშნა ბერტრანდ გოალუმ.
თბილისის მერის განცხადებით მთავრობამ სტრატეგია მოიწონა და მერია სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.
„მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიის შესაბამისი ქმედებები უკვე დავიწყეთ. 2016 წელს ჩვენ გვეყოლება 150 ახალი, თანამედროვე და ენერგოდამზოგავი ავტობუსი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ის, რომ დავიწყეთ თბილისის მეტროს მოდერნიზაცია. განხორციელდება ვაგონების და 7 სადგურის მოდერნიზაცია. ასევე აღდგება ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. ამასთან დაკავშირებით პროექტი მზად არის და სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით რამდენიმე პროექტი ხორციელდება ახალი გზების და ესტაკადების მშენებლობის მიმართულებით. ამდენად, ეს არის პირველი წლისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. სტრატეგიის შესაბამისად, საშუალო და გრძელვადიან გეგმებზე ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ ყოველწლიურად მეტი პროექტი განვახორციელოთ და მივიღოთ თანამედროვე, კომფორტული სატრანსპორტო სისტემა და უკეთესი პირობები შევქმნათ ქალაქში“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
მდგრადიურბანულიტრანსპორტის სტრატეგიაზე აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2014 წელსჩამოყალიბებულმასაორგანიზაციოკომიტეტმა იმუშავა. კომიტეტის მუშაობაშითბილისისმერიის, თბილისისსაკრებულოს, საქართველოსმუნიციპალურიგანვითარებისფონდის, თბილისისსატრანსპორტოკომპანიის, თბილისისტექნოლოგიურიგანვითარებისფონდისადადარგისექსპერტები იყვნენ ჩართული.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















