აფხაზეთიდან დევნილ მოზარდს გადასაადგილებელი ეტლი გადაეცა

საქართველო, თბილისი - 14:20 | 03.02.2016
ნანახია: 1537

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაცია Campus Lions Club Tbilisi-ის თანამშრომლობით მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ამჯერად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარს, აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდს ადაპტირებული გადაასადგილებელი ეტლი გადაეცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და Campus Lions Club Tbilisi-ს პრეზიდენტი რატი ქირია ესწრებოდნენ.
აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე