საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi-ს მორიგი ვორქშოპი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 12:02 | 06.07.2021 ნანახია: 1099
საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ს თანამშრომლობით, 7 ივლისს, 16:00 საათზე ვორქშოპი სახელწოდებით „Applied Deep Reinforcement Learning“ გაიმართება.
ღონისძიება ონლაინ, Zoom-ის ფლატფორმის გამოყენებით ჩატარდება. დასწრება ნებისმიერ მსურველს, აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციის გავლით შეუძლია https://bit.ly/3qwtgAe
შეხვედრას პროგრამული ინჟინერიის განხრით, Microsoft-ის კონტრაქტორი შოთა ელყანიშვილი გაუძღვება. ვორქშოპი მოიცავს როგორც მანქანური სწავლების ერთ-ერთ მიმდინარეობაზე- Deep Reinforcement Learning-ზე თეორიული ინფორმაციის გაზიარებას, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს, სადაც მონაწილეები თეორიულ მასალაზე დაყრდნობით შექმნიან სისტემას PyTorch-ის (მანქანური სწავლების ერთ-ერთი ფრეიმვორქის) გამოყენებით.
ვორქშოპის სამუშაო ენა ქართულია. დასწრების მსურველებს, სასურველია, ჰქონდეთ მანქანური სწავლების, კერძოდ ნეირონული ქსელების ბაზისური ცოდნა.
„უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბანკი DataFest Tbilisi-სთან პარტნიორობით არაერთი ღონისძიების თუ სემინარის მხარდამჭერია. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთ ასეთ ვორქშოპს - „Applied Deep Reinforcement Learning“ დავუჭიროთ მხარი. ვორქშოფის მეშვეობით დამსწრეები გაეცნობიან ახალ ალგორითმს და მისი გამოყენების გზებს, რის შემდეგაც მონაწილეები შეძლებენ სისტემის თავად აწყობას. საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს მეტი მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას, რადგან ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა პროგრამული ინჟინერებისთვის, მიიღონ სასარგებლო რჩევები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია სფეროს პროფესიონალებისგან“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.
ინფორმაციისთვის, შოთა ელყანიშვილი Micrsoft-ის კონტრაქტორია, პროგრამული ინჟინერიის განხრით. მანამდე კი, საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერად მუშაობდა. ის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამა "ლიდერატორის" და ინფორმატიკის ცენტრ მზიურის ლექტორია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















