ბათუმის სტადიონისთვის სახელის დარქმევის უფლება 8.7 მილიონად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 24.06.2021
ნანახია: 816

ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის სახელის დარქმევისთვის დღევანდელ აუქციონში გამარჯვებული ყოველწლიურად აჭარის ბიუჯეტში 1 750 000 ლარს გადაიხდის, თუ მასთან აუქციონის პირობების შესაბამისად ხელშეკრულება გაფორმდება. ახალი სახელი სტადიონს 5 წლის განმავლობაში ერქმევა. შესაბამისად, ამ პერიოდში, აუქციონში გამარჯვებული, ჯამში 8 750 000 ლარს გადაიხდის.

გარდა სახელისა, აუქციონში გამარჯვებული სტადიონზე რეკლამის განთავსების უფლებითაც ისარგებლებს, თუმცა მას არ ექნება სტადიონის მართვასა და ადმინისტრაციულ საკითხებში ჩართვის უფლება.

აუქციონის პირობების თანახმად, სტადიონის ახალი სახლი აუცილებლად უნდა შეიცავდეს სიტყვა "არენას", რაც საერთაშორისოდ გავრცელებული პრაქტიკაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე