ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს

საქართველო, თბილისი - 19:01 | 22.06.2021
ნანახია: 1155

საქართველოს პირველი ჩოგანი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების მონაწილე ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი უკვე მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ოფიციალურად დადასტურებული 22 ლიცენზიანტი ჰყავს.

მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძიუდოს, ტანვარჯიშისა და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე