ჯო ბაიდენმა ერთგული ოთხფეხა მეგობარი დაკარგა - პრეზიდენტის ოჯახი დამწუხრებულია

საქართველო, თბილისი - 21:48 | 19.06.2021
ნანახია: 1462

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ოჯახში დიდი მწუხარებაა. პრეზიდენტის ერთგული ოთხფეხა მეგობარი, გერმანული ნაგაზი სახელად ჩემპი მოკვდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ დღეს ჩვენმა ძვირფასმა გერმანულმა ნაგაზმა,  ჩემპიმ დაგვტოვა“, - ნათქვამია პრეზიდენტისა და პირველი ლედის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ძაღლი ბაიდენებთან 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამერიკის ლიდერი და მისი მეუღლე ძალიან დამწუხრებულები არიან და ამბობენ, რომ ჩემპი ყოველთვის მოენატრებათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე