ლარი გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 18.06.2021
ნანახია: 786

18 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1681 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1587 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.94 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.7754 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7686 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.68 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3648 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.4059 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 ივნისიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე