თბილისში ოთხი ტყუპისცალი დაიბადა

საქართველო, თბილისი - 21:42 | 17.06.2021
ნანახია: 329

თბილისში, პინეოს კლინიკაში, ახალგაზრდა წყვილს ოთხი შვილი შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკამ გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი ბიჭი და ერთი გოგო საკეისრო კვეთის შედეგად გაჩდნენ.

"დღეს ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებული დღეა. ახალგაზრდა წყვილი 4 შვილის მშობელი ერთდროულად გახდა. ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით, დედა თავს კარგად გრძნობს. მნიშვნელოვანია, რომ ორსულობა გახლდათ ბუნებრივი გზით მიღებული", - წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე