ლიონელ მესიმ ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მაისური გამოუგზავნა

საქართველო, თბილისი - 14:35 | 17.06.2021
ნანახია: 1025

80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს,ნონა გაფინდაშვილის ლიონელ მესიმ თავის ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. საჩუქარი იუბილარს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გადასცა.

ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა: "ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!"

"ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს - ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს", - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და მესის ქომაგობს, რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო, სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახლდათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე