კომპანია ენკა აცხადებს, რომ არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, ნამახვანჰესის გაჩერებას

საქართველო, თბილისი - 14:39 | 12.06.2021
ნანახია: 733

"კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - "ნამახვანჰესის" გაჩერებას", - ნათქვამია კომპანია "ენკა"-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ენკა"-ს განცხადებით, სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

"კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - "ნამახვანჰესის" გაჩერებას, საინვესტიციო ვალდეულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.
ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე