ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 18:23 | 04.06.2021
ნანახია: 665

4 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0791 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1524 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 7.33 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7276 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 11.49 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3543 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3477 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 05 ივნისიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე