გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია

საქართველო, თბილისი - 10:00 | 27.05.2021
ნანახია: 954

71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).

გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორის – „კუკარაჩა“ (ანიკო), „მარადისობის კანონი“ (მარიამი), „სიბრძნე სიცრუისა“ (მელა) რეჟ. ნანა ხატისკაცი „გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი) რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე