თბილისის მერიაში ხეების მოვლისა და ჭრა-ფორმირების თემაზე ტრენინგი დაიწყო
საქართველო, თბილისი - 17:56 | 01.02.2016 ნანახია: 1943
თბილისის მერიაში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინიციატივით ხეების მოვლისა და ჭრა-ფორმირების თემაზე ერთკვირიანი ტრენინგი დაიწყო. ტრენინგში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისა და რაიონული გამგეობების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სწავლება „კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებითა და „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის“ (ADC) დაფინანსებით ტარდება.
მერიის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია ხეების მოვლის არასწორი პრაქტიკის აღმოფხვრა და ღონისძიებების ჩატარებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტების შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვა. გამგეობების თანამშრომლები, რომლებიც შიდა კვარტალურ გზებზე არსებული ნარგაობის მოვლა-პატრონობის ზედამხედველობას ახორციელებენ, მიიღებენ რეკომენდაციებს ნარგავების მოვლისა და ხეების სწორად მოჭრის სამუშაოების ერთიანი სტანდარტით წარმოებასთან დაკავშირებით.
ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის თქმით, 2015 წელს შემუშავებული ხეების მოვლისა და სხვლა–ფორმირების ერთიანი წესი მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს იმ ადამიანებს, ვისაც ნარგავების ჭრა-ფორმირების სამუშაოების ჩატარებაზე მონიტორინგი ევალება.
„2015 წელს შიდა კვარტალურ ტერიტორიებზე არსებული ხეების მოვლა-პატრონობა გამგეობების კომპეტენციაში გადავიდა, მათ მიერ სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების მიზნით ჩვენ დავგეგმეთ პრაქტიკული სწავლების ერთკვირიანი კურსი, რომელიც სპეციალისტებს საჭირო პრაქტიკულ რეკომენდაციებს მისცემს, კვალიფიციური მიდგომა კი მწვანე ნარგავების მაქსიმალურ შენარჩუნებასა და მათი მდგრადობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა სულხანიშვილმა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















