480 დევნილი ოჯახი გორში ბინას მიიღებს

საქართველო, თბილისი - 17:54 | 01.02.2016
ნანახია: 1578

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალური წარმომადგენლის მოადგილესთან ჰაი შელოუსთან ერთად, გორში, 8 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
როგორც "პრაიმნიუსჯორჯიას" ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს, გორში, მოსკოვის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. მათივე ინფორმაციით, კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდგომ, გორში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მწვავე პრობლემა გადაიჭრება.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ტრანსმშენი" ახორციელებს. სატენდერო ღირებულებამ 21 980 900 ლარი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე