ალბერტ აინშტაინის წერილი აუქციონზე $ 1.2 მილიონად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 20:33 | 22.05.2021
ნანახია: 847

სახელგანთქმული მეცნიერისა და ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის წერილი, რომელიც მის ყველაზე ცნობილ ფორმულას - E=mc² შეიცავს, აუქციონზე $ 1.2 მილიონად გაიყიდა.

გავრცელებული ცნობით, წერილი აუქციონზე მოსალოდნელზე 3-ჯერ მეტად ფასად გაიყიდა.

წერილი 1946 წლის 26 ოქტომბერს არის დაწერილი. იგი ცნობილმა ფიზიკოსმა ერთ პოლონური წარმოშობის ამერიკელ ფიზიკოსს მისწერა, რომელიც აინშტაინის ზოგიერთ თეორიას ეჭვის ქვეშ აყენებდა.

მსოფლიოში მხოლოდ სამია აინშტაინის ხელნაწერი ტექსტი, რომელიც შეიცავს ფორმულას E = mc². იგი პირველად ცნობილი ფიზიკოსის სამეცნიერო ნაშრომში 1905 წელს გამოჩნდა. ეს ფორმულა თანამედროვე ბირთვული ენერგეტიკის საფუძველია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე