თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა

საქართველო, თბილისი - 01:01 | 21.05.2021
ნანახია: 869

თორნიკე ყიფიანი ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მეათე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – You შეასრულა.

მეორე ნახევარფინალში 17 კონკურსანტიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადავიდა. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, პორტუგალია, ისლანდია, სან-მარინო, შვეიცარია, საბერძნეთი და ფინეთი.

ევროვიზიის ფინალი 22 მაისს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე