საკრებულოს წარმომადგენლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

საქართველო, თბილისი - 15:28 | 01.02.2016
ნანახია: 1737

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია -„გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად“ გაიმართა. 
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა უანგარო დონორთა აქციის ფარგლებში სისხლი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლებს ჩააბარეს. 
აქცია, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად, დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ჩატარდა  და მასში დეპუტატებმა  და აპარატის ათეულობით თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. 
ანალოგიური აქციები თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში პერმანენტულად იმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე