გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილონ

საქართველო, თბილისი - 16:28 | 19.05.2021
ნანახია: 596

საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის წასული ადამიანების ნაწილი შესაძლოა სხვა დამსაქმებლებთან გადაანაწილონ.

დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის ნინო ველთაურის განმარტებით, ქართული მხარე პროცესში პოზიტიურ შედეგებს ელოდება.

„თუ დამსაქმებელი ბოლომდე ჯეროვნად არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად გადავანაწილებთ სხვა დამსაქმებლებთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამსაქმებელი თავის ვალდებულებას შეასრულებს ანაზღურებასთან დაკავშირებითაც, რაც კონტარაქტში წერია. კონტრაქტში გაწერილია კვირაში სამუშაო სააათების რაოდენობა და ამის შესახებაც არის შრომის ფედერალური სააგენტო საქმის კურსში. ჩვენ ველოდებით იმას, რომ პროცესში დავინახოთ პოზიტიური შედეგები, წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებულები გადანაწილდებიან სხვა დამსაქმებლებთან“, - განაცხადა დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე