ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 19:08 | 18.05.2021
ნანახია: 561

18 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3899 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3979 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.80 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.1411 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1325 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.86 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4067 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.8154 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 მაისიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე