ორი კვირის შემდეგ, შესაძლოა, შეზღუდვები შემსუბუქდეს - თურნავა

საქართველო, თბილისი - 15:06 | 13.05.2021
ნანახია: 983

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი კვირის შემდეგ დადებითობის მაჩვენებელს კიდევ ერთხელ გადახედავს და თუ ის დაბალი იქნება, არსებული რეგულაციები შემსუბუქდება. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ. ყველაფერს შეეხება ეს ერთობლივად", - განაცხადა თურნავამ.

საქართველოში 21:00-დან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე