გარდაიცვალა კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი

საქართველო, თბილისი - 15:09 | 07.05.2021
ნანახია: 1169

74 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი.

ბუბა ხოტივარმა დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება „ადამ და ევას“. 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“(ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე