მალის რესპუბლიკაში 25 წლის ქალმა ცხრა ტყუპისცალი გააჩინა

საქართველო, თბილისი - 16:25 | 05.05.2021
ნანახია: 1051

მალის რესპუბლიკაში ქალმა ცხრა ტყუპისცალი გააჩინა: ხუთი გოგონა და ოთხი ბიჭი. დედა და შვილები თავს შესანიშნავად გრძნობენ. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, 25 წლის ჰალიმა სისემ ბავშვების დაბადებამდე მალის დედაქალაქ ბამაკოს კლინიკაში ორი კვირა გაატარა, შემდეგ კი პრეზიდენტ ბა ნდაუს განკარგულებით, მაროკოს კლინიკაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, ულტრაბგერითმა კვლევამ დედის საშვილოსნოში მხოლოდ შვიდი ბავშვის არსებობა დაადასტურა, ამიტომ ცხრა ჩვილის მოვლინება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე