ლარი მცირედით გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:50 | 04.05.2021
ნანახია: 893

4 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4398 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4503 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.05 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 4.1319 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1818 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.99 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4126 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.7751 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 5 მაისიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე