ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი მოიგო

საქართველო, თბილისი - 18:04 | 02.05.2021
ნანახია: 1328

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ATP250 კატეგორიის ტურნირის ფინალში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

250-ქულიანი ტურნირის ფინალში ბასილაშვილმა იან შტრუფი ორ სეტში: 6-4, 7-5 დაამარცხა.

ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი მადრიდის „მასტერსი“ იქნება, რომელიც 2 მაისს დაიწყო. იქ პირველ წრეში ქართველი ფრანგ ბენუა პერს შეხვდება, რომელიც მსოფლიო კლასიფიკაციაში 35-ე ნომერია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე