კოჯორი-სამადლოს დაზიანებული გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 11:13 | 31.01.2016 ნანახია: 1959
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, კოჯორი-სამადლოს დაზიანებული გზის მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
კოჯორი-სამადლოს გზის (6,4კმ) მონაკვეთის რეაბილიტაციის აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის, 2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების, კერძოდ წყნეთი-ბეთანიის გზის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისი-კოჯორის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის ნაკადი, ასევე მწყობრიდან არის გამოსული წყალამრიდი და წყალგამტარი ნაგებობები, ჩამონაშალებისგან კი შევიწროვებულია გზის მონაკვეთები, შესაბამისად გზის საექსპლუატაციო მდგომარეობა ამ დროისთვის არადამაკმაყოფილებელია და დაზიანებული გზა კაპიტალურ რეაბილიტაციას საჭიროებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე მიმდინარეობს 3 საყრდენი კედლის, 16 სანიაღვრე მილის, წყალმიმღები ჭების და კიუვეტების მშენებლობა.
გზის ცალკეული მონაკვეთების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით გაგანიერდება და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი საინჟინრო ნაგებობებია, რასთან დაკავშირებითაც სამუშოები ახლა მიმდინარეობს. ამინდების გაუმჯობესების შემდეგ კი გაზაფხულზე, გზის საფარი დაიგება.
„მთლიანად კაპიტალურად 6 კილომეტრიანი გზა კეთდება. ასევე კეთდება 16 საინჟინრო ნაგებობა, რომელიც ამ გზის სხვადასხვა მონაკვეთებზეა განთავსებული. მათ შორის არის მილები, რაც წყალს აარიდებს გზას და შესაბამისად უფრო უსაფრთხო იქნება, ასევე შენდება დამცავი კედლები, რათა გზა ცალკეულ მონაკვეთებში უფრო მეტად გაფართოვდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს „ჯი არ ჯი“ აწარმოებს. პროექტი 2015 წლის 23 დეკემბერს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება. აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 025 000 ლარამდე დაიხარჯება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















