ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ენტონი ჰოპკინსმა მიიღო

საქართველო, თბილისი - 10:40 | 26.04.2021
ნანახია: 780

ლოს ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის გადაცემის 93-ე ცერემონიალი გაიმართა.

ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში, 84 წლის ლეგენდარულმა მსახიობმა, ენტონი ჰოპკინსმა მიიღო ფილმში "მამა" შესრულებული მთავარი როლისთვის.

წლის საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ:

რიზ აჰმედი, "Sound of Metal" - მეტალის ხმა

ჩედვიკ ბოუსმანი, "Ma Rainey's Black Bottom" - მა რეინი: ბლუზის დედა

გარი ოლდმანი, "Mank" - მანკი

სტივენ იუნი, "Minari" - მინარი

საუკეთესო მსახიობი ქალი წლევანდელ დაჯილდოებაზე ფრენსის მაკდორმანდი გახდა, ფილმისთვის "მომთაბარეთა მიწა".


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე