თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა
საქართველო, თბილისი - 18:45 | 23.04.2021 ნანახია: 1109
წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა. პროექტის გახსნის ღონისძიებაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წიგნის დედაქალაქის სტატუსი კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადაიბარა.
თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება საქართველოს დედაქალაქისკენ იქნება მიმართული.
„დღეს თბილისისთვის ისტორიული დღეა. ჩვენი ქალაქი, თანამედროვე მსოფლიოს დედაქალაქის წოდებას მიიღებს და ერთი წლის განმავლობაში, კითხვის, წერის, შემეცნების, განვითარებისა და მუდმივი პროგრესის სურვილით ანთებული ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება. მომავალი წლის 23 აპრილამდე, მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი, რაც უდიდესი პასუხისმგებლობის გარდა, ჩვენი ლიტერატურული საგანძურის, თანამედროვე მწერლობის, საგამომცემლო სფეროში არსებული პროცესებისა და სხვა მომიჯნავე სფეროების, მსოფლიოსთვის გაცნობის უნიკალური საშუალებაა.
„წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ იუნესკოს პროექტია, რომელმაც, ჯერ კიდევ, 2019 წელს, ჩვენი მხრიდან წარდგენილი პროგრამა რამდენიმე კომპონენტის გამო გამოარჩია. მთელ წელიწადზე გაწერილი პროგრამა საქმიანი, შემეცნებითი და, რაც მთავარია, მომავალზეა ორიენტირებულია. პროგრამაში თავისთვის საინტერესოს აღმოაჩენს ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანი, ვისაც სურს მეტი იცოდეს, გაიფართოვოს თვალსაწიერი, გაიცნოს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები და, ამავდროულად, საკუთარი თავიც წარმოაჩინოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
როგროც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მომდევნო წლის განმავლობაში, თბილისის ახალი სტატუსის გათვალისწინებით, მრავალი ღონისძიება იქნება დაგეგმილი, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდება.
„მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მართლაც დიდი სამუშაო გველის, რომლის განხორციელებაც საუკეთესო გუნდს მივანდეთ და გვჯერა მათი პროფესიონალიზმის. მეც, ჩემი გუნდით, მათ გვერდით ვდგავარ და მზად ვარ, ყველა გამოწვევასა თუ წარმატებას მათთან ერთად შევხვდე.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი პარტნიორები, ვისი უშუალო მონაწილეობითაც წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განხორციელდება. ესენია: მწერალთა სახლი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისის მუზეუმების გაერთიანება, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და სხვა. ეს ორგანიზაციები, მრავალი წელია, ქვეყანაში წიგნის სფეროს პოპულარიზაციას ეწევიან, მჭიდრო კავშირი აქვთ მკითხველთან, პოტენციურ მკითხველთან და საუკეთესოდ იციან, რა არის საჭირო ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის სწორი მიმართულებით განსავითარებლად.
და ბოლოს, მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და ვისურვო, რომ ეს იყოს სწორედ ის წელიწადი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს სასიკეთოდ შეცვლის, ჩვენს საზოგადოებას მეტ თვალსაწიერს გაუხსნის, მსოფლიოს კი ახალი კუთხით გააცნობს ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი იან დენისონი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი ვერა მიხალსკი-ჰოფმანი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი ხოსე ბორგინო, ამავე ასოციაციის პრეზიდენტი ბოდურ ალ ქასიმი, 2020 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მასპინძელი ქალაქის, კუალა ლუმპურის მერის მოადგილე ამვარ ბინ მოჰდ ზაინი, პროექტის დირექტორი შეიხ ფაიზალ ბინ შეიხ მანსორი, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენის დირექტორი მარისოლ შულცი, ათენის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის კოორდინატორი ანა როუტსი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მწერლები.
გახსნის ცერემონიის ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართა კოსტიუმირებული პერფორმანსი - „ათი ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან“. პერფორმანსმა ასახა ქართული მწერლობის ისტორიის ათი სცენა ადრექრისტიანული ხანიდან მეოცე საუკუნემდე.
წარმოდგენის დრამატურგია დავით გაბუნია, სამხატვრო ხელმძღვანელი - უტა ბექაია, ქორეოგრაფი - ნათია ჩიკვაიძე, მუსიკის ავტორები - ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე.
გარდა ამისა, წარმოადგინეს მოკლე ჩანახატი გურამ დოჩანაშვილის შესახებ.
World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. სააპლიკაციო პროცესი რთული და კომპლექსურია. აპლიკაცია ერთდროულად უნდა მოიცავდეს ,როგორც ქალაქის სრულ ისტორიულ და თანამედროვე სურათს, ასევე, მთელი წლის განმავლობაში ზედმიწევნით გაწერილ გეგმას, თუ რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდება პროექტის ფარგლებში და რა გავლენა ექნება პროექტს ქალაქის განვითარებაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში.
თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ წარდგენილი აპლიკაცია გადაწყვეტილების მიმღებთათვის საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან მასში ჩანს როგორც პროექტის თანამედროვე კონცეფცია, ასევე, სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ჰარმონიული თანამშრომლობა, პროექტების განხორციელების თანამედროვე გზები და მათში საზოგადოების მაქსიმალური ინტეგრაცია.
იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
პოლიტიკა
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
- არასამთავრობოები გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, განიხილონ საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა
საზოგადოება
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
- გილოცავთ შობას, მათ შორის რადიკალ მემარცხენე ნაძირლებს - დონალდ ტრამპი
- სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებისას, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
















