ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

საქართველო, თბილისი - 18:01 | 22.04.2021
ნანახია: 929

22 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.4462 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.4521 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.59 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 4.1530 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1442 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.88 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4168 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.7964 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 აპრილიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე