ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ქართული ფინალში ლაშა ბექაურმა გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 19:46 | 18.04.2021
ნანახია: 1353

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს 90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ქართველი სპორტსმენები – ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ლაშა ბექაურმა იპონით მოიგო. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალს ბექაური დაეუფლა, ღვინიაშვილი კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე