„ჰარი პოტერისა“ და „ალესილი კეპების“ მსახიობი ჰელენ მაკრორი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 21:51 | 16.04.2021
ნანახია: 1106

მსახიობი ჰელენ მაკრორი, რომელმაც პოპულარობა "ჰარი პოტერის" 3 ფილმსა და "ალესილ კეპებში" შესრულებული როლებით მოიპოვა, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის დიდი ხნის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. ჰელენის ქმრის დემიან ლუისის თქმით, მსახიობი მშვიდ გარემოში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში აღესრულა.

„ის მოკვდა ისე, როგორც იცხოვრა. უშიშრად. ღმერთმანი, ჩვენ ის გვიყვარს და გვესმის, როგორ გაგვიმართლა, რომ ის ჩვენს ცხოვრებაში არსებობდა“, - თქვა დემიანმა.

ჰელენ მაკრორი ჰარი პოტერის საგიდან ნარცისა მალფოის, ალესილ კეპებში კი დეიდა პოლის როლებს ასრულებდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე