თბილისის მერიაში ტაქსის სერვისის დარეგულირებისთვის სპეციალური ჯგუფი შეიქმნება
საქართველო, თბილისი - 17:43 | 28.01.2016 ნანახია: 2091
თბილისის მერიაში ტაქსის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე, ასევე, საკრებულოს დეპუტატები და აღნიშნული სფეროს სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.
მერიის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ტაქსის მომსახურების სფეროში არსებულ ვითარებასა და პრობლემებს. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა კომპანიების წარმომადგენლებს თავიანთი წინადადებები გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თბილისში დაახლოებით 40 000 ტაქსი მოძრაობს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა აღრიცხული არ არის, ასევე არ არსებობს ინფორმაცია ტაქსის მძღოლების შესახებ, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნის გარკვეულ პრობლემებს.
„ყველანი ვთანხმდებით, რომ მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ეს სფერო მოსაწესრიგებელია მაგალითად, უსაფრთხოების მიმართულებით. გვინდა შევიმუშავოთ ისეთი სქემა, რომელიც მინიმალური ჩარევით, ეტაპობრივად, გარკვეულ რეგულაციაში მოაქცევს ამ საკითხს“, - განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტაქსის მძღოლებისათვის აღნიშნული საქმიანობა ხშირად შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს და შესაბამისად, საკითხის გარკვეულ რეგულაციაში მოქცევისას, მათი ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შეიქმნება ჯგუფი და მომზადდება სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მოაწესრიგებს აღნიშნულ საკითხს.
„ძირითადი პრობლემა არის ის,რომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ტიპის მანქანები მოძრაობს, ვინ არიან მძღოლები და როგორია მათი მდგომარეობა. შესაბამისად, განვიხილეთ მექანიზმები თუ როგორ შეიძლება აღრიცხვიანობისა და რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ისე, რომ ეს არ იყოს დაკავშირებული რაიმე დანახარჯებთან და არ დაზარალდეს არცერთი მხარე. ჩვენი მიზანია, რომ ამ სფეროში არსებული ქაოსი მოწესრიგდეს და უსაფრთხოების ნაწილი იყოს პრიორიტეტული“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















