ანტონ პლესნოი ევროპის ჩემპიონია - მოსკოვში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა

საქართველო, თბილისი - 23:04 | 09.04.2021
ნანახია: 876

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების 24 წლის წევრი ანტონ პლესნოი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ტრიუმფალურად იასპარეზა ტურნირზე, რომელსაც ამ დღეებში რუსეთის დედაქალაქ მოსკოვი მასპინძლობს.

პლესნოიმ პირველ მოძრაობაში (ატაცი) შტანგასთან სამივე მისვლა დამაჯერებლად გამოიყენა. ანტონმა 171, 175 და 180 კგ დასძლია და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე ოქრო მოიპოვა ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც, სადაც პირველობისთვის საწყისი 2 ცდა (207 და 213 კგ) ეყო, 221 კგ-ს კი ვეღარ გაუმკლავდა. ჯამში ანტონმა 393 კგ მოაგროვა და მესამე ოქროს დაეუფლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე