კახეთის გზებზე მოძრაობა თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 13:44 | 28.01.2016
ნანახია: 1559

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, უამინდობასა და დიდთოვლობასთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონში იმყოფებოდა.

მინისტრმა პირადად მოინახულა კახეთის რეგიონის ცენტრალური საავტომობილო გზების ყველა ის მონაკვეთი, სადაც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვებით მოქმედებდა (მათ შორის ვაზიანი-გომბორი-თელავის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზები).

ამჟამად კახეთის რეგიონში, ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია, გზა გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტისათვის. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე