საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:2 დამარცხდა

საქართველო, თბილისი - 21:53 | 28.03.2021
ნანახია: 839

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის მეორე შესარჩევ მატჩში ესპანეთს უმასპინძლა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებსა და ესპანეთს ნაკრებს შორის შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველთა უპირატესობით დასრულდა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გაიხსნა.  ესპანეთის ნაკრებს გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაუტანა.

მეორე ტაიმის 56-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლი ფერან ტორესმა გაიტანა. მეორე გოლის ავტორი კი დამატებით დროში, 93-ე წუთზე დანი ოლმო გახდა.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე