საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოჰანეს დუმა მიიღო

საქართველო, თბილისი - 13:41 | 28.01.2016
ნანახია: 1589

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდებისსამეფოს ელჩთან იოჰანეს დუმასთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და ურთიერთობების შემდგომიგაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურიპარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოში მეტი ჰოლანდიური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით მიმდინარე პროცესები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე