ელექტროგადამცემი ხაზის, „მესხეთის“ გამორთვის გამო თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა, რის გამოც საქართველოს უმეტეს ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდა

საქართველო, თბილისი - 01:05 | 17.03.2021
ნანახია: 589

საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე