ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია საგანგებო რეჟიმში მუშაობს

საქართველო, თბილისი - 15:40 | 27.01.2016
ნანახია: 1707

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ტექნიკური ზედამხედველობისა და აგრონომიული სამსახურის 70-მდე თანამშრომლის მიერ ეფექტურად და ინტენსიურად მიმდინარეობს ბათუმის ბულვარში სავალი ბილიკების, დეკორატიული ნარგავებისა და ხეების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი მობილური ჯგუფების მიერ ხეებისა და მწვანე ნარგავების გასუფთავება მთელი ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდა.

ბათუმის ბულვარში ხეების თოვლისგან გათავისუფლების ღონისძიებაში ბათუმელებიც აქტიურად ჩაერთნენ. ორდღიანი კოორდინირებული და ინტენსიური მუშაობის მიუხედავად, დიდთოვლობამ ხეები და მწვანე ნარგავები მაინც დააზიანა.

ბათუმის ბულვარის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეისათვის დაზიანებების მონიტორინგი მიმდინარეობს და შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე