13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:44 | 04.03.2021
ნანახია: 589

იდა ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტში 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით 50 წლის კაცი დააპატიმრეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 13 წლის გოგომ იმშობიარა. გავრცელებული ცნობით, ფაქტი თებერვალში მოხდა.

ამ დროისთვის, გოგო ჩვილთან ერთად თავშესაფარში იმყოფება, სადაც სრულწლოვანების მიღწევამდე დაჰყოფს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე