ვან გოგის ნახატის ესკიზი რეკორდულ ფასად - 10,4 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 20:32 | 02.03.2021
ნანახია: 1169

ვინსენტ ვან გოგის ჩანახატი „ახალგაზრდა იაპონელი გოგო“ ნიუ იორკში, Christie's-ის აუქციონზე 10,4 მლნ დოლარად გაიყიდა, რაც ყველაზე რეკორდული ფასია ვან გოგის ნახატებისთვის. აუქციონის სახლი ესკიზის ახალი მფლობელის ვინაობას არ აჟღერებს.

ვან გოგმა ნახატი 1888 წლის ზაფხულში საფრანგეთის ქალაქ არლში (პროვანსი) შექმნა. ჩანახატში გამოსახულია 12-14 წლის გოგონა. მხატვარი შთაგონებული იყო იაპონური ხელოვნებითა და ფრანგი მწერლის პიერ ლოტის რომანით „მადამ ქრიზანთემა“. როგორც ის ამბობდა, Mousmé (ნახატის სახელწოდება ორიგინალში) - ერთი-ერთი ლამაზი სიტყვაა იაპონურ ენაში და ნიშნავს „ახალგაზრდა გოგოს“.

ჩანახატი შესრულებულია ქაღალდზე, ფანქრით. ნახატი „ახალგაზრდა იაპონელი გოგო“ კი რომელიც ჩანახატის საფუძველზე შეიქმნა ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაში ინახება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე