ბათუმში ნურიგელის ტბა იყინება

საქართველო, თბილისი - 18:01 | 26.01.2016
ნანახია: 1814

ბათუმში, ნურიგელის ტბა იყინება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, 6 მაისის პარკში არსებული ტბის ზედაპირზე რამდენიმე სანტიმეტრიანი ყინულია. ტბის გაყინვა ცოტა ხნის წინ დაიწყო. მეტეოროლოგების ცნობით, ტბის გაყინვის ფაქტი მხოლოდ გასულ საუკუნეებში დაფიქსირდა, როცა ჰაერის ტემპერატურა ბათუმში - მინუს 5- 7 გრადუსამდე დაეცა. ეს არის ბუნებრივი წარმოშობის ტბა და მისი გაყინვის ფაქტი იშვიათობაა. ძლიერი ყინვის შედეგად ტბა ოთხჯერ 1911, 1928, 1949, 1985 წლებში გაიყინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე