საქართველოში შესაძლოა ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყოს

საქართველო, თბილისი - 13:38 | 26.01.2016
ნანახია: 2240

სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში’’ საქველმოქმედო ფონდმა „წყარომ“, ფონდ „რუსკი მირ“-ის მხარდაჭერით, გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე „რუსული ენა და მისი შესწავლილი მეთოდები“. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ  „რუსკი მირი“-ს აღმასრულებელი დირექტორატი  ვლადიმირ კოჩინი, საქველმოქმედო ფონდ „წყაროს“ პრეზიდენტილიკა ზახაროვა, „მრავალეროვნულ საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა“ პრეზიდენტი რევაზ გოგიძე და საქართველოს განათლების  სამინისტროს მაღალჩინოსნები. ასევე, საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო რგოლისა და   უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლები და ლექტორები.

შეხვედრამ საკმაოდ დინამიურ გარემოში ჩაიარა. არ წყდებოდა კითხვები ქართული მხარის მხრიდან, რომლებიც „რუსკი მირის“  დირექტორს რუსული ენის სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აცნობდნენ.

ფონდ „წყაროს“ პრეზიდენტის  ლიკა ზახაროვას განმარტებით, შეხვედრა ინფორმაციული ხასიათს ატარებდა და სამომავლო თანამშრომლობის მონახაზს იძლევოდა განათლების სფეროში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე