აღსრულების ეროვნული ბიურო 2015 წელს გატარებული რეფორმების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
საქართველო, თბილისი - 14:00 | 26.01.2016 ნანახია: 2079
აღსრულების ეროვნული ბიურო 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და აქტივობების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით სააღსრულებო საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ეფექტური განხორციელებაა.
ამ მიმართულებით ბიურომ 2015 წლის განმავლობაში დაგეგმა და განახორციელა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები:
„საკონსულტაციო მომსახურებების ოპტიმიზაციის მიზნით, მომხმარებელთა მოთხოვნებისა და სერვისის გაუმჯობესებისათვის ბიურომ გააძლიერა საინფორმაციო ცენტრი. კერძოდ, ბიუროში შემოსული საკონსულტაციო თუ საინფორმაციო ხასიათის ზარების სიმრავლის გამო გაიზარდა საკონსულტაციო ცენტრში თანამშრომელთა რაოდენობა. შედეგად კი შემცირდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსული უპასუხო ზარების რაოდენობა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოქალაქეთა საშუალო მოლოდინის დრო.
მოქალაქეთა დროის დაზოგვის მიზნით, დაინერგა ჯავშნის სერვისი. კერძოდ, ბიუროს თანამშრომელთან შეხვედრის მსურველ მოქალაქეს მისი დაჯავშნა უკვე სატელეფონო ზარის მეშვეობით შეუძლია“, აცხადებენ აღსრულების ეროვნული ბიუროში.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეების ინფორმირებისა და მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, სატელეფონო კონსულტანტები თავად ახორციელებენ მოვალეებთან დაკავშირებას მათ წინააღმდეგ წარმოებაში არსებულ საქმეებზე და უწევენ კონსულტაციას სააღსრულებო მოქმედებების შესახებ.
საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციის ეტაპზე ახდენენ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული განცხადებების რეგისტრაციას, რათა ამ მიზნით ბიუროში მოსულ მოქალაქეს კანცელარიის რიგში დგომა აღარ დასჭირდეს. მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოქალაქეთა მისაღებში შეიქმნა სწრაფი მომსახურების სივრცეც, რაც დოკუმენტების მცირე დროში გაცემას უზრუნველყოფს.
მოქალაქეებისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზების მიზნით, რეგიონულ ოფისებში დაწესდა მოქალაქეთა მიღების საათები, რითაც ბიურომ ადგილობრივ მცხოვრებლებს შესთავაზა აღსრულების სერვისების ადგილზე მიღება სოფლიდან რაიონულ ცენტრში ჩასვლისა და ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
ბიუროს მიერ მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ინფორმირების მიზნით დაინერგა ე.წ. SMS-ს სერვისი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეს (სურვილის შემთხვევაში) მის მიერ შემოტანილ წერილზე ან განცხადებაზე პასუხის დამზადებისთანავე ეგზავნება მოკლეტექსტური შეტყობინება.
„სააღსრულებო წარმოებაზე ერთგვაროვანი მიდგომებისა და კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, ჩამოყალიბდა სააუქციონო მომსახურების ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ მომსახურებას უწევს აღსრულების ეროვნული ბიუროს ყველა ტერიტორიულ ბიუროსა და კერძო აღმასრულებელს. ასევე, სააღსრულებო წარმოებაზე მოვალის ქონების სრულად და დროულად მოძიების უზრუნველსაყოფად შეიქმნა მოძიების სამსახური, რომელიც სააღსრულებო წარმოების დაწყებისთანავე უზრუნველყოფს მოვალის ინფორმირებას, ქონებრივი მდგომარების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და მასზე ყადაღის დადებას.
2015 წელს მოხდა კერძო აღსრულების გაძლიერების საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება. შემუშავდა წინადადებათა პაკეტი კერძო აღმასრულებლების ინტერესების გათვალიწინებით, რათა თანაბრად იყოს დაცული ბალანსი კერძო და საჯარო აღმასრულებელებს შორის.
2015 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბიუროს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად ცვლილება შევიდა გავრცელებული ყადაღისა და საინკასო დავალების განაღდების წესში, რომლის მიხედვითაც საინკასო დავალებების განაღდება აღარაა დამოკიდებული საინკასო დავალების ბანკში წარდგენის თარიღზე.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების დიგიტალიზაციის მიზნით, შეფასების სამსახურის დასკვნების გაცემა უკვე ელექტრონული ფორმით ხდება, რაც ტექნიკური სამუშაოსაგან აღმასრულებლისა და შემფასებლის დროის დაზოგვას უზრუნველყოფს.
2015 წელს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით შესაძლებელი გახდა სამეწარმეო რეესტრში ინფორმაციის ელექტრონულად მოძიება. აღმასრულებელთა საქმისწარმოების პროგრამაში მოძიების მოდულის ჩაშენება აღმასრულებელთა დროისა და რესურსის დაზოგვის მიზნით განხორციელდა.
ამავე მიზნით, აღმასრულებელთა საქმისწარმოების პროგრამაში განხორციელდა საბანკო დაწესებულებებში ელექტრონული მოძიების, ყადაღის/საინკასო დავალების მოდულის იმპლემენტირება. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული კავშირი ფუნქციონირებს 7 საბანკო დაწესებულებასთან, ხოლო დანარჩენ 12 ბანკთან მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები“, აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გატარებული რეფორმების ფარგლებში შეიქმნა დაყადაღებული ქონების ერთიანი ბაზა, რაც აღსრულების პროცესში ჩართულ პირებს უადვილებს ინფორმაციის მოძიებას ქონების შესახებ.
იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტის (Development of Enforcement Legislation Project in Georgia) ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი აღსრულების კოდექსზე მუშაობის დაწყება და პირველი სამუშაო ვერსიის მიღება.
ახალი კოდექსის მიზანია, უზრუნველყოს ეფექტური, სამართლიანი და პროპორციული აღსრულება და დაიცვას როგორც კრედიტორის, ისე მოვალის უფლებები. ახალი კოდექსით ქართული სააღსრულებო სისტემა დაუახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. მოხდება აღსრულების ნაწილში არსებული ქართული კანონმდებლობის შესაბამის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. აღსრულების ახალი კოდექსი ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია უცხოელი ინვესტორებისათვის, ბანკებისა და სხვა ადგილობრივი მეწარმეებისათვის.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში საკანონმდებლო განვითარების მიზნით დაიწყო მუშაობა გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმირებაზე. ცვლილების ძირითადი მიზანია, აქცენტი გაკეთდეს გადახდისუუნარო საწარმოების რეაბილიტაციაზე, მაქსიმალურად იყოს დაცული ფრთხილი ბალანსი ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციას შორის, რაც გაკოტრების სფეროში ეფექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.
დაიწყო თანამშრომლობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან(GIZ); არსებული გეგმით აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებისა და გადახდისუუნარობის სფეროებში აქტიურად ითანამშრომლებს ევროპელ ექსპერტებთან შესაბამისი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის ქართულ რეალობაზე მოსარგებად.
აღსრულების ეროვნული ბიურო ბოლო ერთი წელია აქტიურად აწარმოებს პრევენციულ კამპანიას ფინანსურ ვალდებულებებთან და მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაიწყო და წარმატებით გრძელდება საპილოტე პროგრამა, რომელიც საჯარო სკოლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით ლექცია-სემინარების ჩატარებას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტში უკვე ჩაერთო თბილისის 5 სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის 218 მოსწავლე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















