JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა
საქართველო, თბილისი - 10:08 | 16.02.2021 ნანახია: 1617
ექსკავატორ-დამტვირთველების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა, კომპანია JCB-იმ, 55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი, 3CX წარმოადგინა, რომელიც ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი ძრავით არის აღჭურვილი.
ახალი მოდელი გაუმჯობესებული კომფორტით, გამოყენების სიმარტივით, გაძლიერებული მწარმოებლურობით და გაუმჯობესებული სამუშაო პარამეტრებით გამოირჩევა. ასევე შემცირებულია მისი ფლობის ჯამური ღირებულება.
ტექნიკური მახასიათებლები:
• გაუმჯობესებული კაბინა Command Plus
• გაზრდილი უსაფრთხოება, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ LED-ციმციმას და საფეხურების სანათებს.
• გაზრდილი სიმძლავრე – 3.0-ლიტრიანი ევრო-5 სტანდარტის ძრავა უზრუნველყოფს მაბრუნი მომენტის 10%-ით ზრდას და საწვავის 7%-იან ეკონომიას.
გაზრდილი მწარმოებლურობა, რომელიც განპირობებულია ავტომატური ნიველირების ფუნქციით, ოპერატორის სავარძლის მდგომარეობის ავტომატური რეგულირების ფუნქციით და ორი წამყვანი თვლით.
JCB-ს ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი 3CX ახალ ათწლეულს გაუმჯობესებული კაბინით Command Plus-ით ხვდება. მოდერნიზებული კაბინის ჭერში ოთხი შუქდიოდური ციმციმა არის ჩამონტაჟებული, როგორც საბაზო კომპლექტაციის ნაწილი. შესაბამისად, მაგნიტური სამაგრით დასამაგრებელი შუქდიოდური ციმციმების საჭიროება აღარ არსებობს. ციმციმები ნებისმიერი კუთხიდან კარგად ჩანს, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოებას სამუშაო ობიექტზე, ხოლო ოპერატორს არ უხდება ცივ და ნესტიან ამინდში ექსკავატორზე ასვლა და ციმციმების მიმაგრება სამუშაო დღის დასაწყისში.
კაბინა Command Plus ასევე აღჭურვილია ყვითელი ფერის მოსაჭიდებელი საკონტაქტო სახელურებით და უფრო დიდი ზომის სარკეებით, რომლებიც აუმჯობესებს უკანა ხედვას, სამშენებლო ობიექტზე მანევრირების ან გზაზე გადაადგილებისას. კვადრატული ფორმის სამუშაო განათების ფარები გამოირჩევა უფრო ზუსტი რეგულირებით, ხოლო შუქდიოდური (LED) ოპცია განათების ათამდე რეჟიმს მოიცავს და სამუშაო სივრცის მაქსიმალურ ხილვადობას უზრუნველყოფს.
კაბინის ინტერიერი კომფორტის და პრაქტიკულობის სრულიად ახალ დონეს გვთავაზობს. სივრცის გამყოფი ფერადი ზოლის მუქი რუხი ფერი კაბინის ქვედა, ხოლო ღია რუხი ფერი - მის ზედა ნახევარს აღნიშნავს. ეს ხელს უწყობს ტევადი, ერგონომიული სივრცის შეგრძნებას და მშვიდ, კომფორტულ სამუშაო გარემოს უქმნის ოპერატორს. მოდელი Advanced Easy Control (AEC) ასევე გთავაზობთ ახალ სავარძელს თავმისადებით და ყვითელი ძაფით მოქარგული, მუქი ფერის ქსოვილის გადასაკრავით.
განახლებული, კარგად დაბალანსებული სამმანიანი საჭის უკან გაცილებით უკეთესად ჩანს ახალი ეკრანი, რომელიც 3CX-ის უახლესი მოდელის საბაზო კომპლექტაციაში შედის. ეკრანზე განთავსებულია სპიდომეტრი, გამაფრთხილებელი ინდიკატორები და არჩეული სიჩქარის რეჟიმი Powershift-ის მოდელებზე. JCB მომხმარებლებს პირველად სთავაზობს ბლუთუზის საშუალებით ტელეფონთან თავსებად ქარხნულ რადიოს, რომელიც ასევე თავსებადია USB, AUX და SD-ბარათთან. რადიო ინტეგრირებულია სალონის ჭერის სამოსში - თუმცა, მისი მართვა გვერდითა კონსოლზე განთავსებული მბრუნავი გადამრთველის საშუალებით არის შესაძლებელი. აუდიო და ტელეფონის ფუნქციების ინდიკატორები ასევე განთავსებულია გვერდითა ახალ ეკრანზე 7”.
გვერდითა ეკრანი ასევე უზრუნველყოფს ოპერატორს მომატებული ფუნქციონალური შესაძლებლობებით და ინფორმაციით. აღნიშნული ეკრანის მართვა შესაძლებელია მბრუნავი გადამრთველის საშუალებით, რომელიც სხვადასხვა საოპერაციო მენიუზე სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს.
გაზრდილი მწარმოებლურობა
55 კვტ სიმძლავრის ევრო-5 სტანდარტის მოდელი 3CX მომხმარებელს მთელ რიგ ახალ ავტომატურ ფუნქციებს სთავაზობს, რომელთა მიზანს ოპერატორის დაღლილობის შემცირება და მწარმოებლურობის გაზრდა წარმოადგენს. მათ შორის არის ავტო-სტოპის ფუნქია, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს ექსკავატორის მუშაობის შეწყვეტის მომენტს და თიშავს ძრავს. ავტო-სტოპი გამორიცხავს ძრავის უქმე სვლის რეჟიმში მუშაობას, ამცირებს საწვავის მოხმარებას და გამონაბოლქვს. გამორთვის დაყოვნების ფუნქციის წინასწარ დაყენება ან რეგულირება შესაძლებელია ოპერატორის მიერ კაბინაში განთავსებული გვერდითი ეკრანის საშუალებით.
ოპერატორის სავარძლის მდგომარეობის ავტომატური რეგულირების ფუნქცია ხელმისაწვდომია სამართავი სერვობერკეტით აღჭურვილ მოდელებზე. ფუნქცია ავტომატურად ახდენს სავარძლის მიმართულების ამოცნობას. შესაბამისად, როდესაც ოპერატორს სავარძელი წინა მდგომარეობიდან უკანა მდგომარეობაში გადაჰყავს, მას აღარ სჭირდება ფუნქციების არჩევა. სერვომოდელებზე ასევე ხელმისაწვდომია ავტომატური საყრდენი ფეხები (სტაბილიზატორები), რომლებიც არა მხოლოდ ავტომატური აწევის, არამედ ავტომატური დამაგრძელებელის ფუნქციას ასრულებს, და ავტომატურად ითიშება, როგორც კი მიწას შეეხება. ავტომატური ნიველირების წყალობით ექსკავატორი სწრაფად ნახულობს ჰორიზონტალურ სამუშაო პოზიციას უსწორმასწორო მიწის ზედაპირზე.
ასევე გაუმჯობესებულია ავტოპილოტის ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს ოპერატორს ავტომატურად აირჩიოს ძრავის სიჩქარე გზაზე გადაადგილებისას. სამუშაო პროცესი გაცილებით იოლი გახდა ახალი ბერკეტის წყალობით, რომელიც მიმართულების არჩევის ღილაკის ქვეშ არის განთავსებული.
საბურავების ზედმეტი ცვეთის და საწვავის მოხმარების შემცირების მიზნით 3CX მოდელი აღჭურვილია ორი წამყვანი თვლით. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით ავტომატურად ხდება ოთხთვლიანი ტრანსმისიის ორთვლიან სავალ სისტემაზე გადასვლა, როდესაც აღარ არის დამატებითი წევის საჭიროება. ფუნქცია ასევე აძლევს საშუალებას ოპერატორს აირჩიოს ტრანსმისიის ტიპი ოთხივე წამყვანი თვლით, ციცხვის ნაყარში ან მიწის ზედაპირში ჩაღრმავებისას, როდესაც აუცილებელია მაქსიმალური წევის ძალა. შემდეგ, როდესაც ექსკავატორი უკან იხევს და მაღალი სიჩქარით იწყებს მოძრაობას, ტრანსმისია ავტომატურად გადადის ორთვლიან სავალ სისტემაზე. აღნიშნული ცვლილების სისწრაფის დარეგულირება შესაძლებელია ოპერატორის მიერ გვერდითი ეკრანის მენიუს საშუალებით.
ახალ მოდელს ასევე დაემატა განათება კაბინის ორივე მხარეს. შედეგად, ოპერატორისთვის უფრო იოლია ექსკავატორზე წვდომა, ან მისი დატოვება სიბნელეში. შესაძლებელია ტაიმერის ავტომატური დაყენება და ფარების ახლო სინათლეზე გადართვა, როდესაც ექსკავატორი არ მუშაობს და გამორთულია, ან ექსკავატორის კარის დაკეტვისთანავე. 3CX ასევე გამოირჩევა სტანდარტული მახასიათებლების მთელი სპექტრით, როგორიც არის უკანა განათების ფარები, თხრის რეჟიმში დაბრუნების სისტემა, ციცხვის დამცავი ცილინდრული მოწყობილობა, სატვირთველის მილაკი და სატვირთველის რბილი სვლის სისტემა.
ევრო-5 სტანდარტის სიმძლავრე
55 კვტ სიმძლავრის ექსკავატორ-დამტვირთველის ახალი მოდელი 3CX , კომპანია JCB-ის უახლესი ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი 3.0-ლიტრიანი დიზელის ძრავით იკვებება, რომელმაც წინა თაობის 4.4-ლ ძრავა შეცვალა. აღნიშნული კომპაქტური ძრავა უზრუნველყოფს 55 კვტ სიმძლავრეს და 440 ნმ მაბრუნ მომენტს, რაც წინა მოდელთან შედარებით 10%-იან ზრდას წარმოადგენს. მისი უფრო მცირე მოცულობა და გაზრდილი მარგი ქმედების კოეფიციენტი განაპირობებს საწვავის ხარჯის 7%-ით შემცირებას მე-4 თაობის 55 კვტ ძრავასთან შედარებით. 3.0-ლიტრიანი JCB-ის ძრავა აღწევს ევრო-5 სტანდარტის შესაბამის ემისიას ისე, რომ საჭირო არ არის დიზელის გამონაბოლქვის გამწმენდი სითხე, ან გამონაბოლქვის რაიმე შესამცირებელი დანამატი.
ძრავა აღჭურვილია კომბინირებული დიზელის დაჟანგვის კატალიზატორით (DOC) და დიზელის ნაწილაკების ფილტრის აღმდგენით (DPF) 8 000-სათიანი სასიცოცხლო ციკლით. რეგენერაციის პროცესი ავტომატურად ხორციელდება, ხოლო მისი მონიტორინგი შესაძლებელია JCB-ის სტანდარტული ტელემატიკური სისტემის საშუალებით. ძრავა აღჭურვილია კარტერის ვენტილაციის ჰერმეტული სარქველით და ჰიდრავლიკური საბიძგებელებით, რაც გამორიცხავს მექანიკური დარეგულირების საჭიროებას. ეს ხელს უწყობს ტექნიკური მომსახურების ხარჯების შემცირებას და ამცირებს ფლობის ჯამურ ღირებულებას მომხმარებლისათვის.
ბრიტანული #1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდ JCB-ის ოფიციალურ დილერს საქართველოში წარმოადგენს კომპანია„ თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















