სავარაუდოდ 1 კვირა, 10 დღე დაგვჭირდება, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა გახსნამ - ნათია თურნავა

საქართველო, თბილისი - 13:08 | 15.02.2021
ნანახია: 698

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბიზნეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ თითოეული ჩვენგანის ხელშია რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი.

მინისტრის თქმით, რეგულაციების შემსუბუქების შედეგები დაახლოებით 10 დღის მერე გახდება ცნობილი და ამის გათვალისწინებით მოხდება რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე მსჯელობა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ დღევანდელი ვითარება მინიმუმ შევინარჩუნოთ და გაუარესება არ მოხდეს. სავარაუდოდ 1 კვირა, 10 დღე დაგვჭირდება, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა გახსნამ. თუ ახალ ყველა ერთად კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით და შევასრულებთ აუცილებელ მოთხოვნებს, ესაა პირბადეების ტარება და არ მოვეშვათ ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით რეგიონებში ვხედავთ, რომ პირბადის მიმართ ვოლუნტარისტული დამოკიდებულებაა და ისე აქტიურად აღარ იყენებს მოსახლეობა, ეს დაუშვებელია. თუ ყველა ბიზნესი მოთხოვნებს ზედმიწევნით შეასრულებს, პოზიტიურად ვართ განწყობილები, რომ შემსუბუქების შემდეგი თარიღი უფრო მალე დადგება. თითოეული ჩვენთაგანის ხელშია ეს პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა თურნავამ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე