გიგლა აგულაშვილი სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:12 | 26.01.2016
ნანახია: 1659

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს გიგლა აგულაშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ნადირობის სფეროს ინსტიტუციურ მოწყობას.

მხარეებმა ნადირობის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი ეფექტურად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ნადირობის სფეროს რეგულირებისა და ინსტიტუციური მოწყობის ევროპაში აპრობირებული მოდელები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე