გიორგი აბაშიშვილმა ლატვიის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველო, თბილისი - 16:50 | 25.01.2016
ნანახია: 1630

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ლატვიის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს გუნტის პუკიტისს   ესაუბრა.

მხარეებმა სატელეფონო საუბრისას  ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდ ვეიონისის  აპრილში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის საკითხები განიხილეს.

გიორგი აბაშიშვილმა ლატვიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, გიორგი მარგველაშვილის სახელით ლატვიის პრეზიდენტის  რაიმონდს ვეიონისის   ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიკითხა და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე